ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ სორგითში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რის შედეგადაც, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა

by magda

26.06.2022წ.

ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ სორგითში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რის შედეგადაც, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა.
დილიდან, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ გძელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა, მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი, რამაც პრობლემა შეუქმნა სოფ. სორგითის მოსახლეობას.
ამ დროისათვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება.
უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად აღმოფხვრის მიზნით, შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს მიყენებული ზარალის დათვლას, რის შემდგომადაც, უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content