ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 2023 წლის 01 მარტიდან დაიწყო პროექტი „EXPANSION OF THE REGIONAL BRANDING IN THE REGIONS OF RACHA & GURIA

by magda

09.06.2023წ.

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 2023 წლის 01 მარტიდან დაიწყო პროექტი „EXPANSION OF THE REGIONAL BRANDING IN THE REGIONS OF RACHA & GURIA“.
ფონდის მისიაა ცენტრალური ევროპაში მდგრადი რეგიონალური თანამშრომლობის იდეების განვითარება. პროექტის პარტნიორები არიან: პროექტის ლიდერი – Regional Development Agency Senec – Pezinok (სლოვაკეთი); Association of Regional Brands (ჩეხეთი); The Association of the Carpathian Euroregion (პოლონეთი); სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა (საქართველო).
ახალი პროექტი ეხება რეგიონული ბრენდების გაფართოებას გურიისა და რაჭის რეგიონებში – საქართველოს რეგიონულ დონეზე ბიზნესისა და სოციალური ბიზნეს-კავშირების განვითარების ეკოსისტემის გაუმჯობესებას.
7 ივნისს პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში ჩატრდა მე-2 ვორქშოფი, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნლები, შეიქმნა მუნიციპალური სამუშაო ჯგუფი.
მუნიციპალურმა სამუშაო ჯგუფმა იმუშავა ბრენდის პრინციპებზე, სტრუქტურაზე დაფინანსების წყაროებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ამავე შეხვედრაზე, ბრენდის სტრუქტურიდან გამომდინარე, არჩეულები იყვნენ რეგიონული სამუშაო ჯგუფის მეწარმე წევრები.
პროექტის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის ორგანიზებით და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა რეგიონული ბრენდირების პრინციპების გათვალისწინებით.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content