ჩატარებული ინტენსიური წმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ყველა მიმართულებით სრულად გაწმენდილია

10.01.2022წ.

ჩატარებული ინტენსიური წმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ყველა მიმართულებით სრულად გაწმენდილია სოფლებამდე მისასვლელი გზები. აგრეთვე, სოფლის შიდა საუბნო გზები გაიწმინდა შემდეგ სოფლებში: ხიდეშლები, მაჟიეთი, საკაო, ბორცო, გომი, ჯინჭვისი, ჟამიერეთი, სხანარი, წედისი, ქვედი, ცხმორი, ფსორი, ბაჯიხევი, ხეითი, ზვარეთი, ფარახეთი, ჭიბრევი, შარდომეთი, შქმერი, უშოლთა, ხარითვალი, ბარი, სამთისი, მრავალძალი.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა და 3 იანვრიდან საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საჭიროების შემთხვევაში, გზების წმენდითი სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში კვლავ განხორციელდება.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო