ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

07.01.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დილიდან გაგრძელდა და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია გომი-ჯინჭვისის, ქვედის, შქმერი-ზვარეთი-ხეითის, ცხმორი-ბაჯიხევის როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე სოფლის შიდა საუბნო გზები,
დღეს . 7 იანვარას, აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში , განსაკუთrებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო