9
მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 22:00 სთ.ზე სოფელ ღებთან ‘ ორბეთში ჩამოსულმა მეწყერმა ჩაკეტა სოფლამდე მისასვლელი გზა. ადგილზე მობილიზებული იქნა შესაბამისი ტექნიკა და მოხდა გზის ოპერატიული წმენდა.
გამთენიისას განმეორებით მოხდა მეწყერის ჩამოსვლა, ადგილზე მობილიზებული იქნა შესაბამისი ტექნიკა და გზა აღდგენილია.
სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი-ემზარ საბანაძე და მოადგილე მერაბ ორდინიძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ.