ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ონის მუნიციპალიტეტის სოფელი გლოლა დააზარალა

by magda

01.12.2021წ.

ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში დააზიანა ელ. გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.
ადგილზე ოპერატიულად მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია დაზარალებულ ოჯახებს.
ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მოადგილესთან გიორგი ნოდარიშვილთან ერთად. გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და დაზარალებულ ოჯახებს საჭირო დახმარებას დაპირდა.
შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია,
მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს დროში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content