ქ.ონში შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ივერია-ბრილიანტის“ პირველი საკონკურსო ეტაპი გაიმართა

29.07.2023წ.

დღეს, ქ.ონში შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ივერია-ბრილიანტის“ პირველი საკონკურსო ეტაპი გაიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტს“, საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა, რომელიც უკვე მეექვსედ ტარდება.
პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის – ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ინიციატივით ხორციელდება.
ღონისძიების საკონკურსო დღეს, მაყურებლის წინაშე წარდგნენ, საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, გერმანიის, ლიეტუვას, სომხეთის, თურქეთის, უზბეკეთის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით, მაყურებელს და ჟიურის თავი განსაკუთრებულად ემოციურად დაამახსოვრეს.
️ ფესტივალის ჟიურის წევრები არიან:
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე;
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი;
იურეკ ტურეკი – მუსიკალური თერაპევტი, პოლონეთი;
ზავენ ჰარუთუნიანი – კლასიკური მუსიკის სპეციალისტი, სომხეთი;
სოფო არსენიძე – ფოლკრორისტი;
გიორგი რეხვიაშვილი – ქორეოგრაფი;
ციური მჭედლიძე – ანსამბლ ივერიის სოლისტი;
ნანა ცინცაძე – პოეტი, ექიმი;
ნანა ჯიქია – შშმ პირთა საკითხების სპეციალისტი, პროფესორი.
ხოლო ფესტივალის სპეციალური სტუმარია – ბიატა ჩაიკა-როლინსკა – შშმ პირთა ფოლკლორის სპეციალური ტრენერი.
ღონისძიების დასკვნითი ეტაპი ხვალ, 30 ივლის გაიმართება, სადაც ჟიური გამოავლენს ფესტივალის გამარჯვებულ – გრანპრის და პირველი ადგილის მფლობელ მონაწილეებს.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ონის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტის მიზანია შშმ პირთა მხარდაჭერა, მათი რესოციალიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა