ონის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

28.07.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
29-30 ივლისს, ქალაქ ონი შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული საერთაშორისო კონკურსს-ფესტივალს „ივერია – ბრილიანტს“ უმასპინძლებს, რომელშიც 8 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
მონაწილე ქვეყნები: საქართველო, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, ლიეტუვა, სომხეთი, თურქეთი, უზბეკეთი.
პროექტი საქართველოში მეექვსედ ტარდება, რომელიც სრულიად საქართველოს კათალოკოს პატრიარქის, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ააიპ „სოციალური საწარმო და “განსაკუთრებული ჟურნალი“ ანხორციელებს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ჩართულობით.
ღონისძიების მიზანია შშმ პირთა მხარდაჭერა, მათი რესოციალიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა