გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტი“

30.07.2023წ.

გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტი“.
ღონისძიება ქ. ონში ორ ეტაპად გაიმართა, პირველი დღე საკონკურსო თემატიკას დაეთმო, სადაც ჟიურიმ, ცეკვისა და სიმღერის ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა.
სიმღერის კონკურში (18 წლამდე) გამარჯვებული მონაწილეები არიან:
გრან პრი – მარიამ ბუცხრიკიძე. საქართველო;
პირველი ადგილი – ლუკა ბენიძე, საქართველო;
მეორე ადგილი – ძმები შამოიანები, საქართველო;
მესამე ადგილი – კარიმ შახინი, უკრაინა. ნიკოლა ამელჩუკი, ალექსანდრე ამელჩუკი, პოლონეთი.
სიმღერის კონკურში (18 წლის ზემოთ) გამარჯვებული მონაწილეები არიან:
გრან პრი – შაბან მამედოვი, საქართველო;
პირველი ადგილი – ქინგა კასპროჟიკი, პოლონეთი;
მეორე ადგილი – ნანა დუმბაძე, საქართველო;
მესამე ადგილი – მონიკა ახვლედიანი, შალვა ინცკირველი, საქართველო;
მაყურებლის სიმპატია – ელენე ლოპოტინა, საქართველო.
ცეკვის კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები:
გრან პრი – ეჯე ნაზირე თუნჯა, თურქეთი.
პირველი ადგილი იასემინ უღურკანი, თურქეთი.
მეორე ადგილი – თამუნა ლუსმანაშვილი, ზაქარია მირიანაშვილი, საქართველო.
ფესტივალის ორგანიზატორმა – ნუგზარ ჭიაბერაშვილმა, განსაკურებული მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა ადგილობრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრებმა კულტურის სახლის საგამოფენო სივრცეში უმასპინძლა ფესტივალზე მისულ სტუმრებს.
პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის – ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ინიციატივით განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, გერმანიის, ლიეტუას, სომხეთის, თურქეთის, უზბეკეთის წარმომადგენლებმა.
პროექტის მიზანია შშმ პირთა მხარდაჭერა, მათი რესოციალიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — სორის მოსახლეობას შეხვდნენ.