17
12.09.2023წ.
ქ. ონში საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების – VIII ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტი გულისხმობს ქ. ონში დემეტრე II-ის და ვახტანგ VI-ის ქუჩების კეთილმოწყობას, დეკორატიული ღობეების, განათებების, გამწვანების, საფეხმავლო ზოლის გათვალისწინებით.
მიმდინარე სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და შპს „ჯეოექსპერტის“ ტექნიკურ ზედამხედველთან ერთად მოინახულა.
აღნიშნული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება შეადგენს 753 000 ლარს.