ქ. ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების (I ეტაპი) მიმდინარეობს

by magda

16.10.2023წ.

ქ. ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოების (I ეტაპი) მიმდინარეობს.
პროექტი გულისხმობს ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას. აშენდება ღია და დახურული სავაჭრო ფართები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
პროექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ურბან სინერგი“ ახორციელებს, ხოლო სახელშეკრულებო თანხა – 1 411 734 ლარს შეადგენს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content