ქ.ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში გაიმართა ევროპის ჩემპიონის, თბილისის ,,დინამოს“ მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კიდევ მრავალი ტიტულის მფლობელის, ღირსების ორდენის კავალერის – ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში

05.08.2024წ.

4-5 აგვისტოს, ქ.ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში გაიმართა ევროპის ჩემპიონის, თბილისის ,,დინამოს“ მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, კიდევ მრავალი ტიტულის მფლობელის, ღირსების ორდენის კავალერის – ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში.
ტურნირი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინიციატივით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ააიპ “ონის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის” ორგანიზებით გაიმართა.
ტურნირში, მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის, წყალტუბოს, ჭიათურას, ონის, ამბროლაურის და ონი -შოვის გუნდებმა.
ტურნირს მსაჯობდა, ფიბას საერთაშორისო მსაჯი – ავთო კუხიანიძე, ხოლო მატჩის მდივანი იყო ფიბას საერთაშორისო მსაჯი – ანა მაისურაძე.
საფინალო მატჩი ონის და ამბროლაურის გუნდებს შორის გაიმართა, შეხვედრა ონის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ასევე, მესამე ადგილი წყალტუბოს გუნდმა დაიკავა. გამარჯვებული გუნდები სამახსოვრო მედლებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ასევე, პრიზები გადაეცათ:
ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს – ზაზა გაგნიძეს;
ტურნირის საუკეთესო გამთამაშებელი – საბა კალმახელიძეს;
ტურნირის საუკეთესო მცველს – დავით ფაჩუაშვილს;
ტურნირის საუკეთესო ტექნიკურ მოთამაშეს – გიორგი ბართიას.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.