მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება

04.09.2024წ.

მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება.
მთავრობის მეთაურმა დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ინვესტორებთან ერთად რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რაჭის განვითარებისთვის.
„მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის, განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა. ასევე არის მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე შესაძლებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე განვითარება. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებასა და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა