9
14.10.2023წ.
ქ. ონის ბეერშევას პარკში ხელოვნურსაფარიანი, მინი სტადიონის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტი აკმაყოფილებს სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის, მასტერ ლიგის სტანდარტებს, სადაც თამაში მიმდინარეობს 7×7-ზე, 1 მეკარისა და 6 ფეხბურთელის მონაწილეობით.
ამ დროისთვის დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოები. დამუშავდა მოედნის გრუნტი, მოეწყო მოედნის პერიმეტრის წერტილოვანი საძირკვლები, ასევე რკინაბეტონის საყრდენი კედელი და სადრენაჟე სისტემა ღორღის ფრაქციით.
მოედნის კეთილმოწყობაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 255 999 ლარი გამოიყო. რომელის დასრულება 2023 წლის ნოემბრის თვეში იგეგმება