ქვეყანაში და ონის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში რაჭა – ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი მაქარაშვილის, ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა

10.05.2021წ.

ქვეყანაში და ონის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში რაჭა – ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი მაქარაშვილის, ხელმძღვანელობით, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე მომუშავე კოორდინაციის სამუშაო ჯგუფის მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი.
შეხვედრაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ .
მედიკოსთაგანცხადებით, მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე არსებული სიტუაცია შედარებით რთულია, რადგან 1 მაისის შემდეგ გაიზარდა კოვიდ დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა.
გიორგი მაქარაშვილის განცხადებით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების და ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდოს, სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება თითოეული რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა და გათვალისწინება,
სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები , ონის მუნიციპალიტეტში კორნავირუსუს გავრცელების პრევენციის მიზნით.
ფაქტის რეალური შეფასება, არსებული სიტუაციის გაცნობიერება, შესაბამისად ადეკვატური მიდგომა თითოეული მოქალაქის მხრიდან, გაცემული რეკომენდაციების დაცვა , პირველი წარმატებული და გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ვირუსთან ბრძოლის საქმეში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ