30
12.03.2020წ.
ქალაქ ონში ძველი ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი დაიწყო.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “მეგობრობა 2011” ასრულებს.ღირებულებით 250 000ლ.
ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდება.
თავისუფალი ტერიტორია შეუერთდება ბულვარს და არსებული პროექტის შესაბამისად მოეწყობა დასასვენებელი სკვერი, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 000 000 ლარს შეადგენს.