ქალაქ ონში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

15.09.2020წ.

საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე , ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით ქალაქ ონში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
15 სექტემბერს, დილიდან, ქალაქ ონში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებს, საქალაქთაშოროსო და მუნიციპალურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილი და ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი ნონა ბაკურაძე.
გაიცა რეკომენაციები დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული წესები, რომელიც გულისხმობს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებას და სხვა საჭირო ღონისძიებებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით , ქალაქ ონში სადეზინფექციო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content