ქალაქ ონში მოედნის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებამდე მისასვლელი ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

20.08.2024წ.

ქალაქ ონში მოედნის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებამდე მისასვლელი ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
პროექტი ფინანსდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
პროექტის სატენდერო ღირებულება შეადგენს 124`963.00 ლარს.
პროექტი ითვალისწინებს გეოდეზიური სამუშაოების ჩატარებას, საძირკვლების ქვეშ ფუძის (ბალიშის) წერტილოვანი საძირკვლების,ლითონის კონსტრუქციის და ბეტონის ბილიკის მოწყობას, კიბის საფეხურების შემოსვას ლითონის ფურცლით, სანათებისა და გაყვანილობის მონტაჟს

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს