განცხადება

20.08.2024წ.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სამწლიანი (2024-2026) საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავდა.
პროგრამის მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის ერისა და კულტურის ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპების შეხსენება, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ფასეულობები და თვითმყოფადობა განსაზღვრეს.
მომხსენებელი:
ისტორიის მეცინერებათა დოქტორი, პროფესორი, ელდარ ბუბულაშვილი.
თემა: “ღვთისმშობლის წილხვედრობის ისტორია და მნიშვნელობა.”
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნოდარ ბახტაძე.
თემა: “ქრისტიანული სკეტიზმის პირველი საფეხურები საქართველოში.”
პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრში ლექცია ჩატარდება.
21 აგვისტო
დასაწყისი 16:00 სთ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა