ქალაქ ონში კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის მორიგი საჯარო განხილვა გაიმართა

by magda

24.03.2022წ.

ქალაქ ონში კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის მორიგი საჯარო განხილვა გაიმართა.
საჯარო განხილვაზე შეკრებილ დაინტერესებულ პირებს კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი შპს “არტ სტუდიოს” ჯგუფის ხელმძღვანელმა – გიორგი სულაბერიძემ წარუდგინა.
გენგეგმის საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ამავე სამინისტროს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პარმენ მარგველიძე, ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
გენგეგმის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო განაშენიანების გეგმის წინასაპროექტო კვლევა, რომელიც ჩატარდა რეგიონისა და კურორტის კონტექსტის, მისი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური, საკანონმდებლო გარემოს შესწავლისა და მნიშვნელოვანი მიმართულებების გამოსავლენად. ასევე, კურორტის განვითარების ხედვა და ის მიმართულებები, რომელიც აუცილებელია მისი სწორი განაშენიანებისთვის, სოციალურად და ეკონომიკურად სწორი განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის პოტენციალის, წამყვანი დარგების გამოსავლენად და სხვა.
გენგეგმის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, საჯარო განხილვის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანმა ხაზი გაუსვა დოკუმენტის მნიშვნელობას კურორტის სწორი განვითარებისათვის და აღნიშნა, რომ საკურორტო ზონის ხარისხის შესანარჩუნებლად, საჭიროა დოკუმენტმა შეძლებისდაგვარად შეაჯეროს დაინტერესებული მხარეების ინტერესები.
კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმას, საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ, დაამტკიცებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
განაშენიანების რეგულირების გეგმის სრული ვერსიის გაცნობას დაინტერესებულ პირები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე https://mrdi.gov.ge შეძლებენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content