ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრი აშენდება

by magda

29.11.2023წ.

ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზრი აშენდება.
პროექტი გულისხმობს ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას ღია და დახურული სავაჭრო ფართებით, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
პროექტი დაფინანსებულია ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 1 411 734 ლარს.
მშენებლობის დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content