ქალაქ ონს მალე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ექნება

by magda

15,09.2021წ.

ქალაქ ონს მალე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ექნება.
დღეს,  რაჭა-ლეჩუმის და სვანეთის მჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონში   გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და ქალაქ ონში ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცის შექმნას უზრუნველყოფს.
პროექტის სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 664 624 ლარს შეადგენ, შპს ,,იერი’’ ახორციელებს.
მიხარია, რომ ჩვენი გუნდის პირობებში რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა, ბევრი მათგანი კი დასრულების ეტაპზეა.
მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება განაცხადა გოჩა ენუქიძემ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content