14.01.2020წ.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ონის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.
სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ სახელმწიფო დროში დღეს!გისურვებთ მშვიდობას და წინსვლას ქვეყანაში!