ქალაქ ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის, თბილისის დინამოს“ მწვრთნელის,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის,საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის – ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა კალათბურთში

by magda

30.07.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ქალაქ ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის, თბილისის დინამოს“ მწვრთნელის,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის,საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის – ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა კალათბურთში.
ტურნირს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
სამდღიან ტურნირში ონის, ქუთაისის, თბილისის, ხონის, ამბროლაურის, საჩხერისა და წყალტუბოს გუნდები მონაწილეობდნენ. მატჩებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯები წარუძღვნენ.
ტურნირის გამარჯვებული წყალტუბოს გუნდი გახდა რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ამბროლაურის გუნდი დაამარცხა.
ჩემპიონატში ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content