16
12.12.2019წ.
9-11 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს თასი 2019-ის გათამაშება თავისუფალ სტილით ჭიდაობაში 57, 65, 74, 86, 97 კგ წონით კატეგორიაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის აღზრდილები.
საქართველოს თასი 2019-ის გათამაშებაში II ადგილი დაიკავა ზვიად მეტრეველმა (97კგ), ხოლო III ადგილი დაიკავა მირიან მაისურაძემ (92კგ).
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ღირსეულ ასპარეზობას ახალგაზრდა სპორტსმენებს და უსურვებს წარმატებებს სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.