115
29.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩიკვაიძის თხოვნით, ფონდმა „ფეა თრიიზ“, “Fair Trees Foundation”, მერიას შშმ პირთათვის, ორ ეტაპად გადმოსცა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ინვენტარი – სამედიცინო საწოლები, სამედიცინო გასაბერი ლეიბები, ვოლკერები (ჭოჭინა), ყავარჯნები.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ და მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურთან ერთად, სამედიცინო ინვენტარი გადასცა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს.
მადლობას ვუხდით „Fair Trees Foundation”-ის ხელმძღვანელობას მარიანა ბოლსს, ჟანა ბაბუნაშვილს და ციცი ჯანგიძეს თანამშრომლობისთვის.
ონის მუნიციპალიტეტის მერია კვლავაც გააგრძელებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ზრუნვას, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.