0
22.01.2025წ.
უხვი ნალექის გამო ონის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების წმენდა აქტიურად გრძელდება.
თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს ბარი-მრავალძლის მიმართულებით.
საავტომობილო გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.
უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.
გზების წმენდა საჭიროებისამებრ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება.