სტიქიის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილ ორ სოფელს – გლოლასა და შოვს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

03.08.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში , სტიქიის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილ ორ სოფელს – გლოლასა და შოვს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

დღეს, დილიდან სოფელ ლანგვანთაში ჩამოშლილ ხიდზე ორი სექციის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო.

დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 128-ე კმ-ზე და შესაძლებელი გახდა სამუშაოების დაწყება 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად, ხოლო საკაოს ხეობაში, სოფელ ხიდეშლებთან დამაკავშირებელ გზაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით უკვე ატანილია სარმის 2 ნაწილი. დარჩენილი 3 ნაწილის ატანის შემდეგ დაიწყება იმ ერთადერთი ხიდის მონტაჟი, რომელიც ხეობის ორ სოფელს ქალაქ ონთან აკავშირებს.

დღის მეორე ნახევრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოძრაობა სოფელ ჟამიერეთის მიმართულებით.

უგზოობის პერიოდში, ამ სოფელში მოსახლეობისათვის საკვებისა და საჭირო ნივთების მიწოდება მაშველების დახმარებითა და საბაგირო გზის გამოყენებით ხორციელდებოდა.

საკაოს ხეობაში გზის გარეშე მყოფი მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ხეობას შესაბამისი ყურადღება ექცევა.

6 დღის წინ ღვარცოფმა რაჭის რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიით მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა