სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

by magda

06.08.2023წ.

სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
მიმდინარეობს გზის წმენდის სამუშაოები, აგრეთვე მოეწყო სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი.
სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, სიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან დაგეგმილია რამდენიმე ათეული ტექნიკის დამატება.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content