36
28.12.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფ. შარდომეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – თეიმურაზ გძელიშვილი სოფელ შარდომეთში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომელსაც შპს “ცოტნე“ ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების დასრულება იგეგმება 2022 წლის იანვარში.
აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში მდინარე რიონის მაქსიმალურმა კლებამ შესაძლებელი გახადა დაზიანებული კედლის საფუძვლიანი და სრულფასოვანი შესწავლა და აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.