სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ფარახეთის და გომის თემის მოსახლეობასთან

by magda

17.01.2020წ

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა ფარახეთის და გომის თემში.
ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
ფარახეთის თემში სოფელ სევაში, შარდომეთსა და ჭიბრევში მოსახლეობამ პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა, სოფელ ფარახეთში შიდა საუბნო გზების მოწასრიგება, ხოლო ახალ ჩორდში სანიაღვრე არხების მოწყობა.
გომის თემში პრიორიტეტულ პროექტებად შეირჩა: სოფელ გომში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, სოფელ ჯინჭვისში კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასახელდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content