“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2022 წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის 648 000 ლარი გამოიყო

by magda

04.05.2022წ.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 2022 წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის 648 000 ლარი გამოიყო, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი, ხოლო წინა წლის ნაშთი – 19 400 ლარი, სულ ჯამში – 767 400 ლარი დაიხარჯება სოფლებისთვის საერთო კრებით დასახელებულ პრიორიტეტულ პროექტებზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, ყველა სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების მიერ არჩეულ პროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში.
კრებებზე, დასახელებულ პროექტებს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად გარე განათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების აღდგენა და კონკრეტული სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებები შეირჩა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content