სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

by magda

07.03.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
6 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი პიპილეთის, ცხმორის და წედისის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც “სოფლის პროგრამის ფარგლებში” დაფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 60-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 629686,99 ლარი დაიხარჯა.
2022 წლის 6 მარტის მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 12 ადმინისტრაციული ერთეულის 43 სოფელში ჩატარდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 8 მარტს დასრულდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content