სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

by magda

09.03.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დასრულდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი , დღეს 9 მარტს შქმერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: უშოლთა, შქმერი და ხარითვალი იმყოფებოდა,
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად. საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა ,რაც “სოფლის პროგრამის ფარგლებში” დაფინანსდება.
უშოლთა- შქმერი- ხარითვალი – სამივე სოფელში მოსახლეობამ წყლის სათაო ნაგებობის მოწყობა და წყლის სისტემის რეაბილიტაციის გადაწყვიტილება მიიღო..
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები მოსახლეობასთან, ონის მუნიციპალიტეტის 18 ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელში გრაფიკის მიხედვით 16 თებერვალს დაიწყო და დღეს 9 მარტს დასრულდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content