სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

24.02.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, 24 თებერვალს კომანდლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: კომანდელი, ქრისტესი, სხიერი, ხირხონისი, ქორთა და სომიწო იმყოფებოდა.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
სოფელ კომანდელში მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ასევე სპორტული მოედნის მოწყობა დაასახელა.
სოფელ ქორთაში ადგილობრივებმა წყლის სისტემის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.
სოფელ სხიერში მოსახლეობის მოთხოვნით სოფლამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება დასახელდა.
სოფელ ქრისტესში სოფლამდე მისასვლელი გზის და წყლის სისტემის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.
სოფელ სომიწოში ( მეტრევევლების უბანში) პრიორიტეტად სპორტული მოედნის მოწყობა დასახელდა, ხოლო ( იაშვილების უბანში) წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელ ხირხონისში მოსახლეობის მოთხოვნით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას (შესაბამისი ინვენტარით) დაუჭირეს მხარი.
2021 წლის 24 თებერვლის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 7 ადმინისტრაციული ერთეულეულის 29 სოფელში ჩატარდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა