სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

by magda

27.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა ღების, ჭიორის და გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
ღების ადმინისტრაციული ერთეულიდან პრიორიტეტულ პროექტებად აირჩიეს:
დიდი ღები – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
პატარა ღები – სოფლის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
ჭიორის ადმინისტრაციული ერთეულში: სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფლის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტში დღეს დასრულდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content