სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა სოფელ ზუდალში შეხვედრა გამართეს კვაშხიეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან

by magda

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

მიმდინარე წლის 17 აპრილს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა სოფელ ზუდალში შეხვედრა გამართეს კვაშხიეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, (FAO) წარმომადგენლებმა მოისმინეს მოსახლეობის აზრი, რადგან აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რაც თემის შერჩევის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმია. ▪️
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გეგმავს ონის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში მოხდება სადემოსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და ადგილობრივი თემის განვითარების პროექტის შემუშავება, ასევე სოფლის განვითარების ხელშემწყობი სხვადასხვა პროექტების დაფინანსება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად.


57602770_2170003723089009_7555589558113402880_n 58373083_2170003466422368_2401305623804248064_n

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content