სოფელ ხეითში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

by magda

25.07.2023წ.

დასრულდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეითში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 164 000 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილესთან – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადგილზე მოინახულა სოფ. ხეითში დასრულებული პროექტი და განაცხადა, რომ მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზე ზრუნვა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ონის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტს წარმოადგენს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content