სოფელ შეუბანში გრძელდება მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი

31.03.2025წ.

სოფელ შეუბანში გრძელდება მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შეუბნის მოსახლეობას გზის საპროექტო დოკუმენტაცია გააცნო და მოსახლეობისგან მოისმინა ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.
პროექტი ითვალისწინებს მისასვლელი გზის რკინა-ბეტონის საფარით რეაბილიტაციას, რომლის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია.
პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება, რომლის ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივლისის თვეში იგეგმება.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ შეუბანში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და უკვე 700 მერტი გზის მონაკვეთზე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა