16
27.10.2023
სოფელ ღარის საჯარო სკოლას, საერთაშორისო მასშტაბით, ოპტიკურ ინდუსტრიაში წამყვანმა მაღალტექნოლოგიურმა კომპანიამ – “Zeiss” საჩუქრად მიკროსკოპი გადასცა.
მიკროსკოპი გამოყენებული იქნება ქიმიისა და ბიოლოგიის გაკვეთილზე პრაქტიკული მუშაობისთვის.
აღნიშნული აქტივობის მიზანია ადგილობრივი მოსწავლეების მოტივაცია და ინტერესის გაღრმავება საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისადმი.
მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი მიკროსკოპის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, განათლების , კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარესთან სონია გუგეშაშვილთან ერთად ესწრებოდა.