სოფელ სორგითში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემის და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

19.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ სორგითში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემის და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ სორგითში და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
სოფელი სორგითი.
ღირებულება : 15618 ლარი.
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.
შემსრულებელი : შპს ,,ხვიჩა”

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა