სოფელ სომიწოში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

by magda

09.06.2025წ.

სოფელ სომიწოში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა პირველ მოადგილესთან პაატა მაისურაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი სოფელ სომიწოში მისასვლელი გზის 1800 მ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება 530 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2026 წლის ივნისში იგეგმება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content