სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

05.12.2024წ.

აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს 150 მეტრის სიღრმის ჭაბურღილის მოწყობას. რომელიც 30 მეტრის სიღრმიდან გადაკვეთს წყლის დინების რამოდენიმე შრეს, ჭაბურღილიდან საპროექტო რეზერვუარამდე მოეწყობა 1100 მეტრის სიგრძის მაგისტრალი.
ასევე, არსებულ სათავე ნაგებობებზე, მოეწყობა რკინაბეტონის კაპტაჟის ტიპის წყალმიმღები, საიდანაც წყალი დაერთდება არსებულ მაგისტრალებზე.
მოეწყობა ახალი 150 მ3-იანი რეზერვუარი საიდანაც მომარაგდება მთლიანად სოფელი, რეზერვუარის გვერდით საქლორატორო და ტუმბოდოზატორები დამონტაჟდება, რომლის მეშვეობითაც ქლორიანი სითხე მოხვდება რეზერვუარში.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოხდება რეზერვუარისა და საქლორატოროს სანიტარული ზონის შემოღობვა.
პროექტის ღირებულება შეადგენს 163 900 ლარს, რომლის დასრულება 2025 წლის იანვრის თვეში იგეგმება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა