15
29.07.2021წ.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ნაკიეთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.
დღეს, 29 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშელი , სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გძელიშვილთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნაკიეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დასრულებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც შპს „ იერი“ ახორციელებდა .
ღირებულება შეადგენდა 1670000 ლარს
ასევე შეხვდნენ სოფლის მოსახლეობას, ისაუბრეს სოფელში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.