0
03.06.2025წ.
სოფელ ნაკიეთში დასრულების ეტაპზეა მინი სტადიონის მშენებლობა.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილესთან – პაატა მაისურაძესთან ერთად სოფელ ნაკიეთში მინის სტადიონის მშენებლობის მიმდინარე პროცესი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 450კვ.მ სტადიონი, რომელიც გათვლილი იქნება როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის მოყვარულთათვის, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წყლის გამტარობას და მიმდებარე ტერიტორიის დაცვას უხვი ნალექის დროს ნიაღვისა და დატბორვისგან.
პროექტის ღირებულება შეადგენს 136 000 ლარს, რომელიც სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.