18
25.10.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჟიეთში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მეუფე ვახტანგმა სამეუფეო წირვა აღავლინა.
წირვას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ დღეს მეუფე ვახტანგი იუბილარია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს დაბადების დღეს მეუფე ვახტანგს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ერის და ეკლესიის საკეთილდღეოდ.