სოფელ ლაგვანთასა და გომში სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში სპორტული მოედნები კეთდება

18.10.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ ლაგვანთასა და გომში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა აღნიშნულ სოფლებში და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
სოფელი გომი.
ღირებულება : 9700 ლარი.
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.
შემსრულებელი : ი/მ ფ. ორდინიძე.
სოფელი ლაგვანთა
ღირებულება : 9700 ლარი.
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.
შემსრულებელი : ი/მ ფ. ორდინიძე

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა