სოფელი ღების- მაცხოვრის სახელობის ტაძარში, კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა აღევლინა

27.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის, სოფელი ღების- მაცხოვრის სახელობის ტაძარში, კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეუფეო წირვა აღევლინა.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში -გოჩა ენუქიძე, სამეუფეო წირვას, რომელიც ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა მეუფე ვახტანგმა ონის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა, სახელმწიფო რწმუნებულთან- პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან-ქრისტინა კობახიძესთან, ონის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბაჩანა მარკოიშვილთან და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ლევან ზალკალიანთან ერთად დაესწრო.
დღეს, 27 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, თანასწორი აღდგომისა. დღე, როცა თომამ ეჭვი შეიტანა მაცხოვის აღდგომაში და მას მაცხოვარი გამოეცხადა. თომა დავარდა მუხლებზე და თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი…
კვირაცხოვლობის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო