ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი მოადგილეებთან ერთად, მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ

25.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი მოადგილეებთან ერთად, მშენებელი კომპანიების იმ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
ხელმძღვანელმა პირებმა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრულ დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება მოთხოვეს.
მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე, იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე და სხვა საყურადღებო თემებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა