0
17.06.2025წ.
სოფელი ღები ზემო რაჭის გამორჩეული სოფელია, რომელიც საისტორიო წყაროებში 1503 წლიდან მოიხსენიება. ის მდინარე რიონის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე, ონის მუნიციპალიტეტიდან 35 კილომეტრში მდებარეობს.
თემის ფართობი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით 20 000 ჰექტარია. თემი მოიცავს სამ სოფელს: დიდი ღები, პატარა ღები და გონა.
სოფელში სჭარბობს მაღალმთიანი რელიეფი, ასევე ძალზე მდიდარია შიდა წყლებით. მთავარი მდინარე, რიონი სათავეს იღებს ფასის მთის კალთაზე.
ასევე, აღსანიშნავია ბრილის ტერიტორია, რომელიც სოფელ ღებში მდებარეობს. ბრილის კულტურა რამდენიმე ეპოქას მოიცავს (ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, ანტიკური ხანა), რაც იშვიათი მოვლენაა მსოფლიო კულტურის ისტორიაში.
სოფელი ღები გეოგრაფიული მდებარეობით და განსაკუთრებული ავთენტურობით გამოიჩევა.
აღსანიშნავია მთის ხალხის ბუნება და ხასიათი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა მკაცრი ბუნებრივი პირობების გავლენით.